logo_geo
რამაზ გიგაური: დღეიდან, პირად ცხოვრებაში დაიწყება ერთწლიანი პერიოდი, რომელიც სერიოზულ გავლენას მოახდენს თქვენზე
- +

2 ივნისი. 2021. 12:15

 

 

დღეიდან ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადადის და 27 ივნისამდე იქ დარჩება. ასტროლოგი რამაზ გიგაური ამ ასტროლოგიურ მოვლენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„2 ივნისს, თბილისის დროით 17:19 საათზე პლანეტა ვენერა ტყუპების ზოდიაქოდან - კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 27 ივნისამდე დარჩება.

 

ასტროლოგიაში - პლანეტა ვენერა სიყვარულის, სილამაზის პლანეტად ითვლება. ამიტომ მისი კირჩხიბში გადასვლა გაააქტიურებს სასიყვარულო სფეროს.

 

ამ პერიოდში პირადი ცხოვრება უფრო რომანტიკული და მდგრადი გახდება, რადგან ვენერა _ ეს არის მგრძნობიარობა, ხოლო კირჩხიბი - მზრუნველობის ნიშანია. ამიტომ ვენერას ეს ინგრესია წინ წამოსწევს ერთმანეთზე ზრუნვის მოთხოვნილებას.

 

რა თქმა უნდა, ამ პერიოდში გაძლიერდება პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსების შექმნის ან გაძლიერების ალბათობა. ეს შეიძლება იყოს ძველი ურთიერთობის აღდგენა (რაიმე კუთხით) ან ახალი პარტნიორის გამოჩენა.

 

მოიმატებს პირადი ცხოვრების, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების და ქორწინების ალბათობა.

 

გარდა ამისა, ვენერა - მართავს ფინანსებსაც, ხოლო კირჩხიბი მისი მზრუნველი ხასიათიდან გამომდინარე, უკავშირდება ოჯახურ გარემოებებს. ამიტომ ასევე შესაძლებელი გახდება საცხოვრებელი სივრცის კომფორტულად მოწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ცხადია, ასევე მოიმატებს ფინანსების უძრავ ქონებაში ინვესტირების ალბათობაც.

 

ნეგატიური კუთხით, მოსალოდნელია გააქტიურდეს პარტნიორზე მეტისმეტად მიჯაჭვა და პრეტენზიულობა.

 

* ცხადია ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა სწორედ კირჩხიბის ზოდიაქოში აქვთ. მათთვის იქნება ვენერას ე. წ. „დაბრუნება“, ამიტომ შეჯამდება დაახლოებით ბოლო 10 თვის პერიოდში სასიყვარულო სფეროსთან, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

* ეს პერიოდი სასიკეთო იქნება კირჩხიბისთვის (პიკი: როდესაც ტრანზიტული ვენერა - მათ ინდივიდუალურ, ნატალურ მზეს შეუერთდება). მათ ცხოვრებაში დაიწყება დაახლოებით ერთწლიანი პერიოდი, რომელიც პირად ცხოვრებაზე და ფინანსურ სფეროზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.

 

* ეს პერიოდი ასევე სასიკეთო იქნება წყლის დანარჩენი ნიშნებისთვის - მორიელისთვის და თევზებისთვის. პირველის შემთხვევაში მოსალოდნელია წინ წამოვიდეს სასიყვარულო სფეროსთან და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, მეორეს შემთხვევაში კი ეს უფრო განათლებასთან ან უცხოეთთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურებაზე მიუთითებს (განსაკუთრებით თუ უცხოეთისა და სიყვარულის გადაჯაჭვის ალბათობა არსებობს).

 

* პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების პერიოდი იქნება კუროსთვის და ქალწულისთვის. თუმცა მათგან განსხვავებით თხის რქისთვის შესაძლოა გარკვეული გადაფასების პერიოდი იყოს. მოსალოდნელია, რომ პირად ცხოვრებაში მისი ან მისი პარტნიორის მხრიდან მოიმატოს შეცდომების დაშვების ალბათობამ.

 

* ნეიტრალური იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის.

 

* ყველაზე მეტი ყურადღების გამოჩენა ცეცხლის სტიქიის ნიშნებს - ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს მართებთ. რადგან ვენერა წყლის სტიქიის ნიშანში ინგრესია ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შინაგან დინამიკას დაუკარგავს და პრეტენზიულობას გაზრდის. ამიტომ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტი მოთმინების გამოჩენა იქნება საჭირო.“

 

 

big_banner
არქივი