logo_geo
ტედროს გებრეიესუსი: COVAX-ის მექანიზმში ინვესტირება საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისთვის
- +

2 ივნისი. 2021. 16:36

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVAX-ის მექანიზმში ინვესტირება საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისთვის.

 

„ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში ახლა შემთხვევები და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მცირდება. COVAX-ის მექანიზმში ინვესტიცია არ არის ქველმოქმედება. ეს საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისა და გლობალური აღდგენისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

 

big_banner
არქივი