logo_geo
8 ექიმს ლიცენზია შეუჩერდა, 16-მა გაფრთხილება მიიღო
- +

2 ივნისი. 2021. 16:37

 

 

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

 

საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 8 ექიმს, 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განისაზღვრა, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

 

სამინისტროს ცნობით, სულ 2021 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, პროფესიული განვითარების საბჭომ 54 საკითხი განიხილა და 93 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა.

 

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი