ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 371 489 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანმოს მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 8 745 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 170 812 850 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 557 586 ადამიანი გარდაიცვალა.