logo_geo
3 ივნისს ვახტანგ სართანიას დაბადების დღეა
- +

3 ივნისი. 2021. 18:19

 

1948 წლის 3 ივნისს მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში დაიბადა ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2004), საქართველოს სოციალურ და პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (2003), რუსეთის სოციალურ და პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (2004) ვახტანგ სართანია.

 

1977 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის პოლიტეკონომიის განყოფილება. 1981-1983 წლებში იყო მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სექტორის გამგე; 1983-1991 წლებში - თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი აღმზრდელობით და საგარეო ურთიერთობების დარგში; 1992-1997 წლებში -  თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიისა და პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე; 1997-2004 წლებში - UNESCO-ს შტაბ-ბინის (პარიზი) ეგიდით მშვიდობის კულტურისა და დემოკრატიის საერთაშორისო კათედრის გამგე; 1992-2004 წლებში - თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი; 2004-2005 წლებში - UNESCO-ს ეგიდით  „მშვიდობის კულტურისა და დემოკრატიის“ სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის PROMETHEUS-ის კოორდინატორი; 2006-2010 წლებში - ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სტიპენდიანტი;  2010 წლის ივნისიდან - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი. იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი (1998-2005), ქალაქ თბილისის მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2003-2005).

big_banner
არქივი