logo_geo
რობ პორტმანი: ჩვენ ვიაზრებთ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც გვაქვს საქართველოსთან
- +

3 ივნისი. 2021. 22:46

 

„ჩვენ ზუსტად ვიაზრებთ იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც გვაქვს საქართველოსთან და ეს უკვე ისტორიული, ტრადიციულია“, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკიდან საქართველოს მოეწოდება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები.

 

„ორიოდე სიტყვით აღვნიშნავდი კოვიდთან დაკავშირებულ ვითარებას. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკიდან საქართველოს მოეწოდება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები. დღემდე საქართველომ უკვე მიიღო აშშ-ის მხრიდან 20 მილიონი დოლარი კოვიდთან საბრძოლველად. ჩვენ ზუსტად ვიაზრებთ იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც გვაქვს საქარველოსთან და ეს უკვე ისტორიული, ტრადიციულია, ვინაიდან 1991 წლის შემდეგ საქართველოსთვის აშშ-ის მიერ დახმარების სახით 5.7 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, რაც მიმართული იყო იქითკენ, რომ საქართველოს გაეუმჯობესებინა დემოკრატიული მდგომარეობა, მყარად დამდგარიყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე“, – განაცხადა რობ პორტმანმა.

 

 

big_banner
არქივი