logo_geo
ექიმით თქმით, ზუგდიდში, კლინიკაში შეყვანილ 8 ახალგაზრდას, დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებებით ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ
- +

4 ივნისი. 2021. 00:32

 

 

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რვა ახალგაზრდა დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს.

აქედან ორის მდგომარება მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

 

"დღის განმავლობაში შოკის დარბაზში შემოყვანილია რვა პაციენტი, აქედან ორი პაციენტი თვითდინებით არის შემოყვანილი, უცნობი პირების მიერ, უგონო მდგომარეობაში. პაციენტები სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ამ პაციენტებს ჩაუტარდათ კვლევები, სათანადო დახმარება რის შემდეგადაც ისინის განაგრძობენ მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში.

 

დანარჩენი ექვსი პაციენტი მოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ექვსივე პაციენტს აღენიშნება ერთნაირი სიმპტომები. გაფართოებული გუგები, არიან დეზორიენტირებულები, აღენიშნებათ გულისრევა-ღებინება, არიან უმართავები. ყველა პაციენტი კონსულტირებულია ტოქსიკოლოგის მიერ. ძირითადად ეს არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებების ტოქსიური ენტერტი. ასაკი 18-35 წლამდე. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არის ჯერ-ჯერობით მძიმე. ჯერ-ჯერობით მათდგომარეობაზე ინფორმაცია არამაქვს, რადგან გადავიდნენ სხვა რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსმა მაია ესებუამ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი