logo_geo
ალეკო ელისაშვილი: სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ ყველგან უნდა მიესვლებოდეს
- +

4 ივნისი. 2021. 11:39

 

„დეკლარირებულად და კონსტიტუციურად ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც არანაირი აუღებელი და შეუვალი ციხე-სიმაგრე არ უნდა არსებობდეს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

 

„სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ ყველგან უნდა მიესვლებოდეს და ყველგან უნდა ჰქონდეს შემოწმების შესაძლებლობა. დახურული სივრცეები არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებდნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა, ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს, მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.

 

big_banner
არქივი