logo_geo
მარინა საღარაძე: ძირითადად სახლშია, მხოლოდ დიალიზზე დადის...
- +

4 ივნისი. 2021. 11:40

 

ძირითადად სახლშია, მხოლოდ დიალიზზე დადის და შესაძლოა, მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წავიდეს. დიახ, თევზაობა ბუბა კიკაბიძის უსაყვარლესი ჰობია, რომლის ერთგული ბოლომდე დარჩა.

 

მისი თაობის ხელოვანებისგან თუ არახელოვანებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, ვაქცინა არ გაუკეთებია. როგორც არტისტის გერი, მსახიობი მარინა საღარაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

 

მარინა საღარაძე: – არა უშავს, ცოტა ავადმყოფობს. ხომ იცით, ქრონიკული დაავადება აქვს და ძალიან აწუხებს. რას იზამ, ასაკი თავისას შვრება. დიალიზზე დადის და ეგ არის. ყველაფერს ექიმები განაგებენ. ჯერ არ აძლევენ ვაქცინის გაკეთების საშუალებას. რომ ვკითხე, როდის იცრები-მეთქი, ჯერ არ შეიძლებაო, ასე მიპასუხა.

 

ზოგჯერ სათევზაოდ თუ წავა. ძალიან უყვარს თევზაობა. დღესაც დაპატიჟეს, ცოტა ხნით წავიდა. წინათ საათების მანძილზე თევზაობდა. ახლა საყვარელი საქმით ცოტა ხნით თუ დაკავდება. თევზაობა ბუბას ერთადერთი სერიოზული ჰობია. ხან იჭერს, ხან – არა. ადგილს გააჩნია, თუ ბლომად თევზია, დაიჭერს.

 

ვნახოთ, თუ რეგულაციები და კოვიდპანდემია მისცემს საშუალებას, შეიძლება აგვისტოში, ბათუმში გააკეთოს ტრადიციული კონცერტი.

 

big_banner
არქივი