logo_geo
6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს
- +

4 ივნისი. 2021. 12:22

 

6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ბრენფორდ მარსალისი, ხუთი გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ, ტრიოსთან ერთად.

 

წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

 

რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს, რომლის დროსაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ანტონიო სანჩესის კვარტეტი დონი მაკკასლინთან, მიგელ ზენონთან და სკოტ კოლისთან ერთად.

 

მომდევნო საფესტივალო დღე, 7 ივლისი კი, ბრენფორდ მარსალისის საღამოს დაეთმობა. ფესტივალი 8 ივლისს მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება.

 

კონცერტების დაწყებამდე, ჯაზ-ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია – არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერონ.

 

big_banner
არქივი