logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის კუთხით ჩვენ კარგი პერსპექტივები გვაქვს, თუმცა დღეისთვის სერიოზულად ჩამოვრჩებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს
- +

4 ივნისი. 2021. 21:54

 

„ვიცით, საქართველოში გვიან დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ტემპები თანდათან ძლიერდება, მოსახლეობამ დაძლია სერიოზული სკეპტიციზმი, არაჯანსაღი ძალების პროპაგანდა, რომ ვაქცინაცია, შესაძლოა, სახიფათო იყოს, მოჰყვეს გართულებები, რომლის მართვისთვის ქვეყანა მზად არ არის. ეს უკვე წარსულში დარჩა, მოსახლეობამ ირწმუნა, რომ ეს ასე არ არის“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

 

თუმცა მისივე თქმით, ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ჩამორჩება.

 

„სამწუხაროდ, ვაქცინაციის დაწყებიდან პირველივე დღეებში იყო გართულება, თუმცა მას შემდეგ გართულება თუ ფიქსირდებოდა, სიცოცხლისთვის არასაშიში გართულებები, ძალიან წარმატებით მართავდნენ სავაქცინო პუნქტებში. ვაქცინაციის კუთხით ჩვენ კარგი პერსპექტივები გვაქვს, თუმცა დღეისთვის სერიოზულად ჩამოვრჩებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. სულ მოსახლეობის მხოლოდ ხუთი პროცენტია ვაქცინირებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი