logo_geo
ამირან გამყრელიძე: საქართველო ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს
- +

5 ივნისი. 2021. 19:57

 

 

„საქართველო ივლისიდან კორონავირუსის მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

ქვეყანა ივლისიდან უნდა გადავიდეს მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ 5-6 ათას აცრას, ივლისიდან ეს უნდა ავიდეს 20-25 ათასამდე. მომავალი 6 თვის განმავლობაში უნდა ვაკეთოთ 20-25 ათასი აცრა, რათა მივაღწიოთ ჩვენს სამიზნეს, აიცრას მილიონ 700 ათასი მოზრდილი ადამიანი.

 

ამისთვის შესაბამისი მარაგები დიდი ალბათობით გარანტირებულია. ამიტომაც ვემზადებით ივნისის განმავლობაში, რომ ეს ძალიან რთული, მაგრამ ძალიან აუცილებელი ამოცანა შევასრულოთ. ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას“,-აღნიშნავს გამყრელიძე.

 

 

big_banner
არქივი