logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1201 პაციენტი
- +

6 ივნისი. 2021. 11:01

 

საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში  1 201 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 288 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –  8 505, „პისიარ“-ტესტით –  9 783.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური –2,76 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,92 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,99 პროცენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 349 098შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 333 505გამოჯანმრთელდა, 4 910 კი გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში სულ აცრილია  172 216 ადამიანი, დღიურად აცრილია  4 884.

 

კარანტინის რეჟიმშია 25, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 418 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 630 პირი.

 

big_banner
არქივი