logo_geo
ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს
- +

23 აპრილი. 2017. 12:51



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრის მიერ ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს.


როგორც „ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონულ სამმართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ სოფლის მცხოვრებლებს, სავარაუდოდ, დათვის ბელის ხმა ესმოდათ.


გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე გავიდნენ და დაახლოებით 2 თვის ასაკის, კავკასიური მურა დათვის ბელი იპოვეს. ბელს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა.


გარემოსდამცველებმა მურა დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს.


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას - არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები. ადამიანებს მიჩვეული დათვების უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება, რთული პროცესია, რადგან ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების ინსტიქტი, ადამიანის შიში და ბუნებაში გაშვების შემთხვევაში, იგი პოტენციური თავდამსხმელი ხდება.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი