logo_geo
23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღეა
- +

23 აპრილი. 2017. 13:13



დღეს, 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორიოს დღეს, 80 ქვეყანასთან  ერთად, საქართველო უკვე მეთოთხმეტედ აღნიშნავს.


ამ დღის ისტორია 1923 წელს იწყება. კატალონიაში ქალები მამაკაცებს წიგნებს ჩუქნიდნენ, ხოლო სამაგიეროდ, ყვავილებს იღებდნენ. წიგნს ქალი მხოლოდ მისთვის სასურველ მამაკაცს ჩუქნიდა. ამის გაკეთება ყველას არ შეეძლო, რადგან, წიგნის ყიდვა ძვირი სიამოვნება გახლდათ. შესაბამისად, ეს, ძირითადად, დიდგვაროვანთა წრეებისთვის იყო დამახასიათებელი.


უკვე 90-იანი წლების დასაწყისში, დღის წესრიგში დადგა ამ დღის ოფიციალურ თარიღად გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილებაგანათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით  მიიღეს.


იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე, 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და 1996 წლიდან კი მისი აღნიშვნა დაიწყო. იუნესკოს რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვა განსაკუთრებით ეფექტურია. 23 აპრილს არაერთი ქვეყნის ქუჩები ახალი თუ ძველი  წიგნებით იფინება და კაცობრიობა, კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს.


წიგნის საერთაშორისო დღეს 23 აპრილი იმიტომ დასახელდა, რომ ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.


წიგნის დღეს ზეიმობენ ავსტრალიაში, კანადაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, მოზამბიკში, პუერტო რიკოში, კუბაზე და კიდევ მრავალ ქვეყანაში.


2003 წელს საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება.  ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება წიგნის ფესტივალები, საჯარო  კითხვები, წიგნის გამოფენა-გაყიდვები.









 

big_banner
არქივი