logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: გავხსენით ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის
- +

9 ივნისი. 2021. 14:29

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს გავხსენით ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის. მოგეხსენებათ, ქუთაისმა გახსნის დღიდან დაამტკიცა, რომ არის ძალიან წარმატებული აეროპორტი. მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს ეს აეროპორტი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი აეროპორტი მთელი ევროპის მასშტაბით. კერძოდ, ის მეორე ადგილზე. შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა აგვეშენებინა ახალი ტერმინალი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, ექვსჯერ უფრო დიდი, ვიდრე პირველი ტერმინალი იყო, რაც საშუალებას მოგვცემთ კიდევ უფრო გავზარდოთ მგზავრთა ნაკადი.

 

მინდა ასევე გითხრათ, რომ, ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ახლა არის პანდემიიდან დროულად გამოსვლა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის. ტურიზმი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმი სამუშაო ადგილებისა და ზოგადად ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს ეს სექტორი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი