logo_geo
თავდაცვის სამინისტრო: სრული სიცრუეა, თითქოს სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა 65 სამხედრო მოსამსახურემ დატოვა
- +

9 ივნისი. 2021. 15:50

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის მიერ ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მიმდინარე წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია.

 

„სააგენტოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა 65 სამხედრო მოსამსახურემ დატოვა არის სრული სიცრუე. სამწუხაროდ, სააგენტომ მიუხედავად თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმებისა, შეგნებულად მაინც გაავრცელა ყალბი ინფორმაცია. ბოლო წლებში გატარებული პოზიტიური რეფორმების შედეგად, რაც მოიცავდა სამხედროებისათვის როგორც ხელფასების ზრდას, ასევე მათი საყოფაცხოვრებო, კვებითი, განათლების ხელშეწყობის, აღჭურვილობის, ჯანდაცვის და სხვა პირობების გაუმჯობესებას, თავდაცვის ძალებში მნიშვნელოვნადაა შემცირებული გადინების მაჩვენებელი.

 

თავდაცვის ძალები წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომლის იმიჯის შეგნებული დაზიანება ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესების საზიანოა. შესაბამისად, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და შეწყვიტონ ყალბი ინფორმაციების გავრცელება“, - აცხადებენ უწყებაში.

 

 

big_banner
არქივი