logo_geo
„ქუთაისი რეზო გაბრიაძეს ემშვიდობება“ - დღის ფოტო!
- +

9 ივნისი. 2021. 18:33

 

 

„ქუთაისი ემშვიდობება რეზო გაბრიაძეს“, - ამ სიტყვებით ემშვიდობება ქუთაისი, დიდ ხელოვანს რეზო გაბრიაძეს.

 

ბანერი, რომელზეც ეს სიტყვებია დატანილი, მესხიშვილის თეატრის შენობაზეა განთავსებული.

 

„გემშვიდობებით, რეზო ბატონო!

 

ქუთაისის მესხიშვილის თეატრი!

 

თითოეული ქუთაისელი!

 

ჩვენ, მაინც გვაქვს იმედი...

 

ერთ მშვენიერ დღესაც თქვენს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდებით!!!

 

გმადლობთ ყველაფრისთვის!“

 

რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს, 10 ივნისს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორისა და მწერლის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიმართება.

 

ხელოვანს 15:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.

 

გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „სერენადა“ (1968), „არ დაიდარდო“ (1969), „ქვევრი“ (1970), „ფეოლა“ (1970), „შერეკილები“ (1973), „მიმინო“ (1977), „ქინ-ძა-ძა“ (1987) და სხვა.

 

 

1981 წელს რევაზ გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა. რეზო გაბრიაძის თეატრი არაერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.

 

2010 წელს გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.

 

2004 წელს გაბრიაძემ დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, რომელშიც ჩიტოს როლი ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა შეასრულა, ხოლო ერმონიის – ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი „ჯოფრი–ბალეტის“ დასის ყოფილმა სოლისტმა.

 

რევაზ გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა.

 

 

 

 

big_banner
არქივი