logo_geo
დავით კიკალიშვილი: ძალიან მენატრება ჩემი შვილები…
- +

12 ივნისი. 2021. 12:28

 

კვირას, 13 ივნისს „რუსთავი 2”-ზე გადაცემა „P.S.“ ბრუნდება ძველი და ახალი სახეებით.

 

ერთ-ერთი წამყვანი, ყველასთვის საყვარელი ჟურნალისტი დავით კიკალიშვილია, რომელიც გადაცემას უცხოეთიდან წაიყვანს.

 

როგორც „პოსტ სკრიპტუმის” ანონსიდან ვიგებთ, მას შვილები ძალიან ენატრება.

 

„ძალიან მენატრება ჩემი შვილები… მინდა, მალე გნახოთ“, – ამბობს მონოლოგში დავით კიკალიშვილი.

 

ტელეჟურნალისტის ემიგრაციაში ყოფნის ემოციებს მაყურებელი სრულად კვირას, 21 საათზე, გადაცემის მსვლელობისას შეიტყობს.

 

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ დავით კიკალიშვილს ორი შვილი - გიორგი და ელენე ჰყავს. ის რამდენიმე წლის წინ ბაბუაც გახდა.

 

 

 

big_banner
არქივი