logo_geo
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართა
- +

12 ივნისი. 2021. 22:13

 

 

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეის“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით აუდიო-მუსიკალური საღამო  „ციფრული ტაეპი“ გაიმართა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრნენ.

 

წარმოდგენა საქართველოს აუდიოფონდში დაცული ქართველი პოეტების ხმის უნიკალური ჩანაწერებისა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი მუსიკის ნაერთია. ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს აკაკი წერეთლის „განთიადის“, პაოლო იაშვილის „მაგიდა ჩემი პარნასის“, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემნის“, ზურაბ რთველიაშვილის „მე ვარ ვენახისა“ და იოსებ გრიშაშვილის „გამოთხოვება ძველ თბილისთან“ და „აპრილი თბილისში“ აუდიოჩანაწერები.

 

საღამო გახსნა მოდერატორმა, რატი ამაღლობელმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული მწერლობისა და პოეზიის ძველი და ახალი საინტერესო ფაქტები მოუთხრო. წარმოდგენაში მონაწილეობნენ პოეტები დათო ჩიხლაძე და შოთა იათაშვილი, ხოლო საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენ ვილერის, სანდრო ჩინჩალაძისა და ვაჟა მარის ბენდი.

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია.

 

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

 

right_banner big_banner
არქივი