logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
- +

13 ივნისი. 2021. 12:13

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

ირაკლი ღარიბაშვილი თამარაშვილისა და ვარაზის ხევის დამაკავშირებელ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან, ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

 

წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

 

big_banner
არქივი