logo_geo
მეუფე შიო: ქრისტეს შემეცნების გზით უნდა ვიაროთ!
- +

13 ივნისი. 2021. 15:25

 

პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენების დღე მიულოცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მრევლს ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას.

 

მისი თქმით, პირველი მსოფლიო კრება შედგა არიოზის მწვალებლობის საწინააღმდეგოდ ნიკეაში.

 

„ეს იყო ეკლესიისათვის ძალიან სახიფათო მწვალებლობა. არიოზი ამბობდა, რომ ძე ღმერთი არის ქმნილება, მართალია, უმაღლესი ქმნილება, მაგრამ მაინც ქმნილება. ესე იგი არ არის ღმერთი და ასევე, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის ერთგვარი ინსტრუმენტი ღმერთის ხელში სამყაროს შესაქმნელად. არიოზი აგრეთვე ამბობდა, რომ სულიწმიდაც არის ქმნილება, მაგრამ ამჯერად უკვე – ძე ღმერთის ქმნილება.

 

ეს სწავლება თავდაყირა აყენებდა მთელ ქრისტიანულ მოძღვრებას. ამიტომ შეიკრიბა მსოფლიო კრება, რათა დაეგმოთ და უკუეგდოთ ეს სწავლება. წმინდა მამები ბრძანებდნენ, რომ თუ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, როგორც არიოზი ამბობდა, აქედან გამომდინარეობს მაშინ, რომ მისი სწავლებაც არ არის ღვთაებრივი, ესე იგი არ არის უტყუარი, არ არის მარადიული და მაცხოვნებელი. ეს ერთი და მეორე – თუ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, მაშინ ჩვენ ღმერთის ბუნებას კი არ ვეზიარებით ეკლესიაში. არამედ ის თუ ჩვეულებრივი ადამიანია, შესაბამისად, ჩვენი ცხონებაც და გამოხსნაც შეუძლებელია და არ მომხდარა. აი, ასეთი სახიფათო სწავლება იყო.

 

ამ კრებაზე მიიღეს მრწამსი – სარწმუნოების სიმბოლო, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ. მასში შეიტანეს ტერმინი „ჰომოუსიოსი“ (ბერძნ. – ὁμοούσιος), რაც ნიშნავს „ერთართსს“ და გამოხატავს მამა-ღმერთისა და ძე-ღმერთის ერთობას, ერთარსობას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ ამ დიდ მამებს, დიდ წმინდანებს, რომელთაც გადაარჩინეს და შემოგვინახეს ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება“, - თქვა მეუფე შიომ ქადაგებისას.

 

big_banner
არქივი