logo_geo
კახა კუჭავა: მადლობა ყველას 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა და ემახსოვრება
- +

13 ივნისი. 2021. 17:04

 

„2015 წლის 13 ივნისი - ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება“, - ამის შესახებ Facebook-ზე კახა კუჭავა წერს. პარლამენტის თავმჯდომარემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

 

„პატივს მივაგებ გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მთელ საქართველოს. ტკივილთან ერთად, ეს დღე თანადგომის, თავგანწირვის მაგალითია, როცა ერთად ვებრძოდით სტიქიას და სტიქიის შედეგებს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა და ემახსოვრება“, - წერს კუჭავა.

 

big_banner
არქივი