logo_geo
თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
- +

14 ივნისი. 2021. 00:59

 

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

 

 

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

 

სამგორის რაიონში:

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-2 IIIა მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს, კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, აეროპორტის დასახლების, თვალჭრელიძის, ენუქიძის, ქიზიყის, კოტეტიშივლის, კუპრაძის, მაჭავარიანი-წერეთლის, სადგურის, რწმენის, სესილია თაყაიშვილის, თრიალეთის, ჯავხეთის, რაფაელ დვალის, აკაკი ჩხენკელის, ქინძმარაულის, რქაწითელის, საფერავის, ნაკადულის, ზემო მეტალურგიის, ჩხიკვაძის, თავკვერის და ველისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ნაძალადევის რაიონში:

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IX კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის, ჯაფარიძის და ურეკის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

 

გლდანის რაიონში:

 გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მუხიანის I მიკრორაიონის, ავჭალის გზატკეცილის, შენგელიას, ახმეტელის, ალეკო გობრონიძის, კაჭარავას, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ხიზამბარელის, ჭრებალოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ბარისახოს (ნაწილობრვ), დავით სარაჯიშვილის, გაგრის, უწერის და გელა ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

 

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს.

 

მთაწმინდის რაიონში:

 გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

დიდუბის რაიონში:

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მირცხულავას, ტრანსპორტის, თორნიკე ერისთავის, პროლეტარის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ვაკის რაიონში:

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

 

ისნის რაიონში:

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, ძეგლევის, თელავის, ძევერის, შორაპნის, შირაქის, ზინდისის, ავლიპ ზურაბაშვილის, კოშკოვანის, დოესის და გარეკახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

საბურთალოს რაიონში: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის მცხოვრებლებს.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

big_banner
არქივი