logo_geo
„ბეჭდების მბრძანებლის“ მოტივებზე ანიმეს გადაიღებენ
- +

14 ივნისი. 2021. 01:55

 

Warner Bros. Animation-ი და New Line Cinema „ბეჭდების მბრძანებლის“ მოტივებზე ანიმეს გამოუშვებენ. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პროექტის რეჟისორი კენჯი კამიიამა იქნება, სცენარზე ჯეფრი ედისი და უილ მეტიუსი იმუშავებენ. ფილმის სახელწოდება კი „როჰირიმის ომია“.

 

სიუჟეტი პიტერ ჯექსონის ტრილოგიის მოვლენებამდე 250 წლით ადრე განვითარდება და ჯონ ტოლკინის შექმნილი სამყაროს - შუახმელეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს, როჰანის ლეგენდარულ მეფეზე - ჰელმ ჰამერჰენდზე მოგვითხრობს. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ფილმი Amazon-ის ახალ სერიალთან, რომელსაც ასევე ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით იღებენ, არ იქნება დაკავშირებული.

 

https://imedinews.ge/ge/kultura/205984/bechdebis-mbrdzaneblis-motivebze-animes-gadaigeben

 

 

big_banner
არქივი