logo_geo
დღეს ქუთაისში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება
- +

14 ივნისი. 2021. 10:12

 

 

დღეს ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, სლოგანით „შენ შეგიძლია!“ გაიმართება.

 

დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას შესთავაზებს. ასევე, წარმოადგენენ შრომის ბაზარზე არსებულ სამუშაო ადგილებს სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებიდან.

 

„დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ ვაკანსიებს, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ დამსაქმებლებთან და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამდენიმე პოტენციური დამსაქმებლისგან​​, - აღნიშნულია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

 

შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ჩატარდება ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე (ქუთაისი, ცისფერყანწელების N9) და მისი ხანგრძლივობა 13.00-დან 16.00 საათამდე იქნება. სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციის პროცესი 12.30 საათიდან დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი