logo_geo
პომპეის საგანძური ვანის განახლებულ მუზეუმში გამოიფინება
- +

14 ივნისი. 2021. 15:14

 

 

განახლებულ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი, ენრიკო ვალვო ეწვია. მას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

 

2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ გაიმართება.

 

საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის - პომპეის ისტორიას ასახავს.

 

 

big_banner
არქივი