logo_geo
თამარ გაბუნია: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა იგეგმება
- +

15 ივნისი. 2021. 11:35

 

იგეგმება რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად უკვე ახორციელებს ე.წ. ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართულები არიან სამედიცინო რეზიდენტები, მაღალი კურსის სტუდენტები. ისინი ტაბლეტებით არიან აღჭურვილი და ივლიან სკოლებში, სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებში იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აცრების შესახებ და ასევე დაეხმარონ მათ რიგის დაჯავშნაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

 

big_banner
არქივი