logo_geo
დეპუტატები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ
- +

15 ივნისი. 2021. 13:32

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროს  სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ. კანონმდებლებს ბიუროს დირექტორმა, ლევან გიორგობიანმა უმასპინძლა და ბიუროს სტრუქტურის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოტენციური კიბერშეტევების პრევენციასა და მათი განეიტრალების პროცესს,  კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიას და მიმდინარე პროცესებს, ასევე კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობის საკითხებს. პარლამენტარებმა ასევე, მოისმინეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამომავლო გეგმები და გამოწვევები.

 

ლევან გიორგობიანმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოებაში წარმატების მისაღწევად საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ბიურო ჩართულია არაერთ საერთაშორისო აქტივობაში, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით. შეხვედრის ბოლოს ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ თავდაცვის სამინისტროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცულობა ეფექტიანად ხორციელდება.

 

big_banner
არქივი