logo_geo
ბოლო 24 საათში საქართველოში 13 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა
- +

16 ივნისი. 2021. 11:04

 

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 13 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 179 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 775, გარდაიცვალა 5 096 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

big_banner
არქივი