logo_geo
ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

17 ივნისი. 2021. 11:11

 

ხვალ, 18 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია 7 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება. ამ ეტაპზე უკვე შეიცვალა წყალსადენის 1.2 კმ სიგრძის და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე მოეწყო ახალი განშტოებები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

 

სამუშაოების გამო 18 ივნისის დილის 11:00 საათიდან 19 ივნისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ც.დადიანის ქუჩის ნაწილს, ზვარეთის, სვირის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ჭიჭინაძის, მანჯგალაძის, ინწკირველის, ხიმშიაშვილის, სურგულაძის, სუმბათაშვილი-იუჟინის, ასკურავას, ურიდიას, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელეს, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

big_banner
არქივი