logo_geo
ქართულმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამართულ მარათონში მონაწილეობა მიიღო
- +

17 ივნისი. 2021. 15:52

 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საწვრთნელი მისიის EUTM RCA მეთაურის ორგანიზებით დედაქალ ბანგიში მარათონი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული მისიაში მონაწილე 13 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა. მშვიდობისმყოფელებმა მარათონში 12-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. მათ სტარტი ბანგიში მდებარე საფრანგეთის საელჩოდან აიღეს და ფინიშის ხაზიც აქ გადაკვეთეს.

 

ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე ასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, ბადრაგირება და გაცილებაა.

 

საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 2014 წლის ივნისიდანაა ჩართული.

 

big_banner
არქივი