logo_geo
თბილისში, დაახლოებით 55 ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება
- +

17 ივნისი. 2021. 20:47

 

18 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიას უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

 

კომპანიის ცნობითვე, რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია 7 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება. ამ ეტაპზე უკვე შეიცვალა წყალსადენის 1.2 კმ სიგრძის და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე მოეწყო ახალი განშტოებები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

 

წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით კომპანია გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 18 ივნისს 24 საათიან რეჟიმში ჩაატარებს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით 18 ივნისის დილის 11:00 საათიდან 19 ივნისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ნაძალადევის რაიონში:

 

გურამიშვილის გამზირის N1-N 27, N 2-N 30, ც. დადიანის გამზ. N 34-ის კორპუსებს, N13- 323, N 18-N 160, ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, რკინიგზის, ე. მანჯგალაძის, მ. ქავთარაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, ნოვოროსიისკის(კონსკაიას ქ); სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ასკურავას, ურიდიას (ჩოდრიშვილი), მიქატაძის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელის, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელი და რიონჰესის ქუჩებს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

 

big_banner
არქივი