logo_geo
25 ივნისიდან გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის
- +

18 ივნისი. 2021. 03:00

 

25 ივნისიდან გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის. ამის შესახებ განცხადება გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

 

როგორც „გარდიანი“ წერს, 25 ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ჩასვლა ნებისმიერი მიზეზით შეეძლებათ, იქნება ეს ტურიზმი თუ სწავლა.

 

გერმანიაში სამოგზაუროდ აუცილებელი პირობაა, რომ მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა უნდა შეეძლოთ. ვიზიტორს ბოლო აცრა გერმანიაში ჩასვლამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეს გაკეთებული. ამ ეტაპზე გერმანია აღიარებს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებიც ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს მიერ არის ავტორიზებული. ესენია „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი“.

 

როგორც გერმანიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნებული იქნება იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი