logo_geo
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება, მაგრამ მისი გაუარესების მაღალი რისკი არსებობს
- +

18 ივნისი. 2021. 11:02

 

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლაბორატორიულად მხოლოდ ერთი ე.წ. სამხრეთაფრიკული და 18 ინდური შტამია დადასტურებული, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი შტამებით ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში, 80%-დან 90%-მდე, ე.წ ბრიტანული შტამი დომინირებს, რის გამოც, ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი სტაბილურდება.

 

„ბოლო პერიოდში, ლაბორატორიულად დადასტურდა ერთი სამხრეთაფრიკული და 18-მდე ინდური შტამი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ 18 ადამიანს აქვს ეს შტამი. ის, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკული შტამი, გაცილებით მეტ ადამიანს აქვს. ძირითადად, ქვეყანაში ბრიტანული შტამი დომინირებს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ეს გაუმჯობესება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. არსებობს სიტუაციის გაუარესების მაღალი რისკი. ამის საწინააღმდეგოდ, აუცილებელია რამდენიმე ღონისძიების მუდმივად გატარება“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

 

 

big_banner
არქივი