logo_geo
30 ქართველი სტუდენტი ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამით სწავლას ჩეხეთში განაგრძობს
- +

18 ივნისი. 2021. 12:03

 

 

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო, 18 ივნისს თბილისში 2021/2022 აკადემიური წლის ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებულებს უმასპირნძლებს. ღონისძიება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობაში გაიმართება.

 

ჩეხეთის საელჩოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო ერთ-ერთია 6 პარტნიორი ქვეყნიდან, რომელთა სტუდენტებსაც ჩეხურ საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის ეს არის მაღალი ხარისხის ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების დახვეწის საშულება, მეორე მხრივ კი ჩეხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და ინსტიტუციური კონტექსტის უკეთ გაცნობის საშუალება.

 

1950-იან წლებში პროგრამის დაწყებიდან დღემდე 20 000 უცხოელმა სტუდენტმა მიიღო განათლება ჩეხურ უნივერსიტეტბში ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის დახმარებით.

 

2021/2022 აკადემიური წლისთვის 30-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია. მათგან 9 ჩეხურ ენაზე მიიღებს სამაგისტრო განათლებას, 3 - სადოქტორო პროგრამებს დაასრულებს ინგლისურ ენაზე, ხოლო დანარჩენები სამაგისტრო განათლებას მიიღებენ ინგლისურენოვან პროგრამებზე. მრავალფეროვანია პროგრამების სპექტრიც და მოიცავს ისეთ პროფესიებს, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ეკონომიკურ მონაცემთა ანალიზი, ფინანსები, ინჟინერია, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება.

 

 

big_banner
არქივი