logo_geo
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი, გიორგი შერმადინი საქართველოშია
- +

18 ივნისი. 2021. 12:39

 

 

გიორგი შერმადინი საქართველოში ჩამოვიდა. ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელს აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

 

გასული სეზონი 32 წლის კალათბურთელისთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ის „ლიგა ენდესას“ სეზონის „ემვიპის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

„ლენოვო ტენერიფემ“ ბოლო ოც წელიწადში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მესამე ადგილზე გავიდა, რაც, პირველ რიგში, ქართველი კალათბურთელის დამსახურებაა.

 

გასულ სეზონში შერმადინი თვის საუკეთესო კალათბურთელად სამჯერ დასახელდა.

 

 

big_banner
არქივი