logo_geo
გიორგი ფხაკაძე: საქართველო უნდა მოემზადოს სექტემბერში მე-4 ტალღისთვის...
- +

18 ივნისი. 2021. 13:29

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანა მეოთხე ტალღისთვის უნდა მოემზადოს.

 

„მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანამ (მოღოლეთი, ბაჰრეინი, ჩილე, ინდონეზია, ურუგვაი, კოსტა-რიკა, სეიშელის კუნძულები.... და კიდევ სხვა), სხვადასხვა კონტინენტმა უკვე ოფიციალურად დაიწყეს საუბარი, რომ ნაკლებ ეფექტიანი ვაქცინები არ არის გამოსავალი ახალი „დელტა“ (ინდოეთში პირველად დადასტურებული) ვარიანტის წინააღმდეგ.

 

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას, საქართველოსთვის მინდა მხოლოდ „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინები და სხვა ვაქცინების შემოტანა არც უნდა განიხილებოდეს, თუ, რა თქმა უნდა, ახალი ასეთივე ეფექტიანი ვაქცინები არ გამოჩნდება.

 

ვაქცინაცია აუცილებელია მხოლოდ მაღალეფექტიანი ვაქცინებით.

 

„სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტურობა არის მხოლოდ 50.7%, ესეც, რომელ შტამზე, ზუსტად არ იცით, სავარაუდოდ, უხანურ პირველ ვარიანტზე. სამწუხაროდ „ფაიზერთან“ ვერ ვადარებ პირდაპირ, ვინაიდან „სინოვაკის“ ვაქცინის კვლევები არ არის გამჭვირვალე (მაგრამ დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ ბრიტანული შტამის წინააღმდეგ 94% ეფექტურია...

 

კოსტა-რიკამ უარი თქვა „სინოვაკის“ ვაქცინაზე, ვინაიდან ის არასაკმარისად ეფექტურია, კანონმდებლობით მინიმუმ 60% ეფექტური უნდა იყოს ვაქცინა, „სინოვაკი“ კი 50.7% ეფექტურობას აჩვენებს..

 

საქართველოს ვაქცინაციის გეგმა წაიკითხეთ?! კოსტა-რიკამ გვაჯობა...

 

ურუგვაის მთავრობის კვლევამ აჩვენა, რომ „სინოვაკი“ 61% ეფექტურია. სხვათა შორის ურუგვაის სტატისტიკა საქართველოსას წააგავს 318 783 რეგისტრირებული კოვიდ-ინფიცირებული და 4692 კოვიდ-გარდაცვლილი მაგრამ განსხვავება კი ვაქცინაციაში არის, 52% მოსახლეობის ვაქცინირებულია ერთი დოზით.

 

დასკვნა:

 

საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, გამკაცრდეს სამედიცინო პირბადის გამოყენება და 2- მეტრიანი დისტანცია.

 

ყველა რესურსი უნდა გამოიყენოთ „ფაიზერის“ ან/და „მოდერნას“ ვაქცინების შესაძენად;

 

ქვეყანამ უნდა დაიწყოს მზადება მე-4 ტალღისთვის სექტემბრისთვის...

 

ელექტრონული ჯანდაცვა უნდა გაიშვას სექტემბრამდე“,- წერს ფხაკაძე.

 

 

big_banner
არქივი