logo_geo
ლევან კოღუაშვილის ფილმმა ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
- +

18 ივნისი. 2021. 14:51

 

 

ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ მხატვრული ფილმების საერთაშორისო​ კონკურს​ზე, ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

ნამუშევარმა საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობის (ლევან თედიაშვილი) კატეგორიაში გაიმარჯვა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.

 

„მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.

 

ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზისა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.

 

 

right_banner big_banner
არქივი