logo_geo
დავით სერგეენკო: რომ მკითხოთ, ვერც განგიმარტავთ, რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია
- +

18 ივნისი. 2021. 15:01

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, ვერ განმარტავს და არ იცის თბილისი პრაიდი რა არის, „ფლეშმობია თუ დემონსტრაცია“. მისივე აზრით, პრაიდის ორგანიზატორები კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ და აზრი საზოგადოების სხვა ნაწილსაც ჰკითხონ.

 

„რომ მკითხოთ ახლა, ვერც განგიმარტავთ, რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია, არ ვიცი უბრალოდ. რთული სათქმელია, რაა. უფლებების შეზღუდვა არ მგონია იყოს, არავინ არ უშლის იმის გაკეთებას, რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი. რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

big_banner
არქივი