logo_geo
მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება! – მაშველები მოქალაქეებს აფრთხილებენ
- +

18 ივნისი. 2021. 16:53

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს შავი ზღვის სანაპიროზე მოახლოებული შტორმის შესახებ აფრთხილებს.

 

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება.

 

„საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება შტორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე. სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

 

ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი