logo_geo
საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

19 ივნისი. 2021. 21:36

 

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორივე მათგანი გუშინ დღის მეორე ნახევარში დადასტურდა.

 

„დელტას“ სახელით ცნობილი შტამი საქართველოში სულ 20 პირს დაუდასტურდა.

 

„18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ ორი შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანიინდურ შტამს“, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომბრიტანულიდაინდურიშტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

https://1tv.ge/news/saqartveloshi-e-w-induri-shtamis-ori-akhali-shemtkhveva-gamovlinda/

 

 

big_banner
არქივი