logo_geo
24-26 ივნისს რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან
- +

22 ივნისი. 2021. 03:00

 

24-26 ივნისს რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა.

 

რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ევროკავშირის ჩართულობითაც გამოიხატება, მათ შორის გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხში.

 

28 მაისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრთა ჯგუფი სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს ეწვევა, რათა რეგიონში ევროკავშირის შემდგომი ჩართულობის მზადყოფნა აჩვენოს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი