logo_geo
რას იხსენებს მეზობელი კაცზე, რომელმაც სიცოცხლე სხვის გადასარჩენად გაწირა
- +

4 ივლისი. 2021. 19:36

 

 

თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში დამხრჩვალი ახალგაზრდა კაცის, შოთა ქარსელაძის შესახებ მეზობელი სოციალურ ქსელში წერს. დიმიტრი კევლიშვილი აწ უკვე გარდაცვლილის შესანიშნავ თვისებებს იხსენებს.

 

ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. ახალგაზრდა კაცმა ის გადაარჩინა. თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

 

არ მეგონა ამდენ სიკვდილნანახს, ისევ ასე ძლიერ თუ ჩამწყდებოდა გული… გუშინ კიდევ ერთი უვაჟკაცესი ახალგაზრდა კაცი, ჩემი სადარბაზოს ბეზობელი, 36 წლის შოთიკო ქარსელაძე დააკლდა მის თბილისსა და საქართველოს…

 

გუშინ ღამით ხმაურზე ეზოში ჩასულმა რომ გავიგე შოთა გარდაიცვალაო, სანამ მისი სიკვდილის მიზეზს გავიგებდი, ელდანაცემმა ქვეცნობიერად უკვე ვიცოდი, რაღაც განსაკუთრებული სიკვდილი ეწვეოდა ამ გამორჩეულად წესიერსა და დიდგულიან ახალგაზრდა კაცს… უზომოდ ყურადღებიანი ბიჭი იყო, კეთილი, ზრდილობიანი, მოწიწებული და ამავდროულად ვაჟკაცი ბუნების… არც შევმცდარვარ…

 

„ახალგაზრდა გოგონას მტკვარში ჩავარდნას შეესწრო და დაუფიქრებლად გადახტა ცურვის არ მცოდნე დასახმარებლადო… გოგო კი გადაარჩინეს, მაგრამ თავად უკვე ვეღარ გამოაღწია ნაპირზეო“… მოიტანეს ამბავი მისმა მეგობრებმა… გამახსენდა, რომ მანამდეც ჰქონდა რაღაც ამის მსგავსი რამ გაკეთებული… მაშინ გადარჩა… ამ ჯერზე კი თავისთან წაიყვანა უფალმა… უშვილძიროდ წავიდა, თავადაც ობლობაში გაზრდილი კიდევ ერთი საჯიშე კაცი ამ ქვეყნიდან… ნათელში ამყოფოს შოთიკოს სული ღმერთმა!…“, – ვკითხულობთ ფეისბუკ-პოსტში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი