logo_geo
მამა იოანე: პოლიტიკოსები ხალხის ქება-დიდებას იწყებენ საარჩევნოდ, რათა ხმები მოიპოვონ, შემდეგ ამ ხალხს ბრბოს უწოდებენ
- +

9 ივლისი. 2021. 20:56

 

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტის, მამა იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკოსები ხალხს ბრბოს უწოდებენ, არჩევნების წინ კი ხმების მოსაპოვებლად ხალხის ქება-დიდებას იწყებენ.

 

„არჩევნების წინ ვნახავთ ხოლმე პოლიტიკოსებს, როგორ დებენ პატრიარქთან გადაღებულ ფოტოებს. გადის რაღაც პერიოდი, პოლიტიკოსები ბრბოს უწოდებენ ხალხს, შემდეგ კი იწყებენ ამ ხალხის ქება-დიდებას, რათა ხმები მოიპოვონ“, - ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.

 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, როდესაც კონკრეტული სასულიერო პირები აკეთებენ ძალადობრივ მოწოდებებს, მათ ყოველთვის ზურგს უმაგრებს პატრიარქი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი