logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოსთვის გადმოცემა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის
- +

10 ივლისი. 2021. 14:21

 

 

„წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. ამას ჩვენ დიდად ვაფასებთ. გვჯერა, რომ დღევანდელი დღე იქნება ჩვენი მომდევნო თანამშრომლობისა და მეგობრობის განმსაზღვრელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო არის იმ ქვეყანათა რიგში, რომელთაც, 2018-2021 წლებში, არაერთი ღონისძიებით აღნიშნა მსოფლიოს ერთ-ერთი მოაზროვნის, მაჰათმა განდის 150-წლისთავი.

 

„დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს. რომელიც კიდევ ერთი დადასტურება იქნება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობის. მინდა, ასევე, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა როგორც პოლიტიკური, ისე - სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ეს კიდევ უფრო ვითარდება“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი საქართველოს პირველად სტუმრობს.

 

 

big_banner
არქივი