logo_geo
შსს: ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ნარკოტიკებით ზედოზირება გახდა
- +

12 ივლისი. 2021. 21:29

 

 

„ტვ. პირველის ოპერატრის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შსს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, გამოკითხულია 110 პირი, დათვალიერებულია 65 სათვალთვალო კამერა“, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

 

„გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში, აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, კოდეინი, დეტრაჰიდროკანაბინოლი, პენტინი და მონოააცეტილმორფინი. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება. ეს დასკვნა არის შუალედური“, - აღნიშნა ჭელიძემ.

 

 

big_banner
არქივი