logo_geo
„გამოძიება გაარკვევს, რა არის მართალი - ლექსო იჭყლიტება ამ ამბავში“ - ლექსო ლაშქარავას მეუღლე
- +

13 ივლისი. 2021. 01:01

 

 

შსს-მ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მორიგი გადაადგილების ვიდეო გაავრცელა, რომელსაც ლექსოს ყოფილი მეუღლე, ირინა ლომსაძე გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ეს მისთვის უმძიმესი სანახავი იყო და გამოძიება დაადგენს სიმართლეს.

 

„უნდა დაისაჯოს ის ადამიანები, ვინც ამ ამბის დასაწყისიდან მას მიაყენეს ფიზიკური ზიანი და მიიყვანეს ზოგადად ამ მდგომარეობამდე. მძიმე იყო ის კადრები, რაც ვნახე. გამოძიება გაარკვევს, რა არის მართალი. ლექსო იჭყლიტება ამ ამბავში. დიდი სურვილი გვაქვს, დამნაშავე უმკაცრესად დაისაჯოს,“ – განაცხადა ირინა ლომსაძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი