logo_geo
ისრაელის ვაქცინას საქართველოსა და უკრაინაშიც გამოცდიან
- +

13 ივლისი. 2021. 14:48

 

ისრაელის მიერ წარმოებულ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოსა და უკრაინაშიც გამოცდიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

საუბარია ვაქცინაზე „BriLife“, რომელსაც აშშ-ში ბაზირებული კომპანია „NRx Pharmaceuticals“   აწარმოებს.

 

„NRx“ და ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის განცხადებით, მათ უკვე გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ვაქცინის მთელ მსოფლიოში წარმოებისა და მარკეტინგის უფლებებს აერთიანებს.

 

გეგმის თანახმად, ვაქცინა „BriLife“-ის ცდების მეორე და მესამე ფაზები ისრაელში, საქართველოსა და უკრაინაში ჩატარდება. მოხალისეობის სურვილი ათიათასობით ადამიანმა გამოხატა.

 

შემქმნელების ცნობით, „BriLife“ ცოცხალი ვირუსის საფუძველზეა შექმნილი.

 

big_banner
არქივი