logo_geo
მეუფე გიორგი: ქრისტიანული ეთიკიდან გამომდინარე, ძალადობა ყოვლად მიუღებელია
- +

13 ივლისი. 2021. 22:56

 

„ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ნეობოლშევიზმის გამოვლინება ჩვენს საზოგადოებაში“, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგიმ (ჯამდელიანი) ძალადობასა და ეკლესიის დისკრედიტაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

მღვდელთმსახურები ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან. მათ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ძალადობა დაგმეს და ასევე, ისაუბრეს ოპოზიციონერების მხრიდან ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე. სასულიერო პირებს მიაჩნიათ, რომ ანტიეკლესიური და ანტიეროვნული შეტევა ეკლესიაზე არის ახალი ნეობოლშევიზმის გამოვლინება საზოგადოებაში.

 

„რა თქმა უნდა, ქრისტეს ეკლესიის ბუნებიდან და ქრისტიანული ეთიკიდან გამომდინარე, ძალადობა ყოვლად მიუღებელია, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ანტიეკლესიური, ანტიეროვნული კამპანია, რომელიც აგებულია სიცრუეზე, ცილისწამებაზე. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ნეობოლშევიზმის გამოვლინება ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა.

 

big_banner
არქივი